კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Adena.Ge -ზე

იმისათვის რომ ითამაშოთ სერვერზე:


       1. დარეგისტრირდით განყოფილებაში რეგისტრაცია
       2. გადმოწერეთ თამაშისათვის აუცილებელი ფაილები ფ ა ი ლ ე ბ ი
       3. სერვერზე თამაშის წესები წაიკითხეთ განყოფილებაში წ ე ს ე ბ ი
       5. ინფორმაცია ბალანსის შევსებასა და ნივთების ყიდვა-დაენჩანთების შესახებ შეგიძილათ მიიღოთ მანყოფლებაში ბ ა ლ ა ნ ს ი
       6. გადმორიცხვებთან დაკავშირებით გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აუცილებელი მიუთითოთ თქვენი ე ქ ა უ ნ თ ი ს სახელი და არა პ ე რ ს ო ნ ა ჟ ი ს სახელი ამასთან ერთად გთხოვთ გადმორიცხვისას ყურადღება მიაქციოთ მითითებული ე ქ ა უ ნ თ ი ს სახელის სისწორეს!!!


პრობლემების შესახებ გთხოვთ შეგვატყობინოთ.

LineAgae2 Startseite
 Статус семи печатей сервера ADENA.GE
Dia
08/09/10 18:26
Dawn   494
Dusk   5

შვიდი ნიშანი



შვიდი ნიშნის (ჯერჯერობით 3) მოსაპოვებლად ბრძოლაში მონაწილეობს ორი მხარე - დაისის რევოლუციური არმია (Revolutionary Army of Dusk) და აისის ლორდები (Lords of Dawn). იმისათვის რომ მოთამაშემ მიიღოს მონაწილეობა 7 ნიშნისათვის ბრძოლაში მოთამაშე უნდა მიემხროს ერთ ერთ მხარეს ბრძოლის პერიოდში. ერთი მხარის არჩევის შემდეგ მოწინააღმდეგის რიგებში გადასვლა შეუძლებელია, სანამ არ დაიწყება ახალი ევენთი (2 კვირაში). მხარის ამორჩევასთან ერთად მოთამაშემ უნდა აირჩიოს ნიშანიც რომლისთვისაც იბრძოლებს.


მეორე პროფესია აღებული მოთამაშე:
დაისის რევოლუციური არმია
მხოლოდ მოთამაშეები რომლებიც არ ეკუთვნიან არცერთ სასახლის მფლობელ კლანს ან ალიანსს, შეუძლიათ დაიჭირონ დაისის მხარე. რიგებში შესასვლელად მოთამაშე უნდა ესაუბროს დაისის ბერს (Priest of Dusk) ნებისმიერ ქალაქში.
აისის ლორდები
მოთამაშეებს რომლებიც შედიან სასახლის მფლობელი ალიანსის რიგებში შეუძლიათ დაიჭირონ აისის მხარე უფასოდ. დანარჩენ მოთამაშეებს ამ მხარის დაჭერა შეუძლიათ 50,000 ადენის საფასურად. ასევე ნებისმიერ სასახლის მფლობელს შეუძლია იყიდოს 300 დამადასტურებელი სერთიფიკატი (Sertificate of Approval) Chamberlain NPC-სთან და გადასცეს ისინი სხვა მოთამაშეებს. რიგებში შესასვლელად უნდა ესაუბროთ აისის ბერს (Priest of Dawn) ნებისმიერ ქალაქში.

მოთამაშეები პირველი პროფით:
• შეუძლიათ ჩაირიცხონ ნებისმიერი მხარის რიგებში.

მოთამაშეები რომლებსაც არააქვთ არცერთი პროფესია:
• ვერ მიიღებენ მონაწილეობას 7 ნიშანში.

 

ბრძოლა 7 ნიშნისთვის შედგება 2 ეტაპისაგან - მხარის არჩევის და ბძოლის ეტაპი (ბრძოლის ეტაპი) და ჯილდოების და ბონუსების მიღების ეტაპი (მოგების ეტაპი). იმასითვის რო თვალი ადევნოთ ევენთის მიმდინარეობას, მოთამაშემ უნდა იყიდოს ნებისმიერ ბერთან ცხრილი (Score of Seven Signs) 500 ადენად.

სანამ აირჩევთ ნიშანს, ცხრილის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ რა არჩევანი გააკეთეს სხვა მოთამაშეებმა .

 

ბრძოლის ეტაპი

ბრძოლის ეტაპი იწყება ორშაბათს, სასახლის ალყების შედეგ, და მთავრდება 7 დღე-ღამეში. ბრძოლის ეტაპზე მოთამაშეები ირჩევენ მხარეს და ნიშანს რომლისთვისაც უნდა იბრძოლონ. ორივე მხარის მოთამაშეებს შეუძლიათ ინადირონ კატაკომბებში (Catacombs) და ნეკროპოლისებში (Necropolis) მონსტრებზე Lilim, Nephilim, Lilith და Gigant, ამ დროს მათგან მიიღებთ ნიშნების ქვებს (Seal Stones). მიღებული ქვების საერთო ჯამი ზეგავლენას მოახდენს ევენთიში გამარჯვებაზე.
ბრძოლის ეტაპის მეორე ასპექტს წარმოადგენ მოთამაშეთა მონაწილეობა ბნელეთის ფესტივალში (Festival of Darkness). ფესტივალში გამარჯვება ასევე მოქმედებს ბრძოლის ეტაპის შედეგზე. ბნელეთის ფესტივალი ტარდება ორაკულებში. 

 

კატაკომბების და ნეკროპოლისების ჩამონათვალი

ნიშნის ქვების შეგროვება:

მათი მოპოვება შესაძლებელია კატაკომბებსა და ნეკროპოლისებში ამისათვის მოთამაშემ უნდა ინადიროს Lilim, Nephilim, Lilith и Gigant-ებზე მათგან ცვივა სხვადასხვა ფერის ქვები. ამ მონსტრებისგან ადენა არ ცვივა (მას ცვლის ქვები).
ყველა ფერის ქვას აქვს თავისი ფასი: ლურჯი - 3 ქულა, მწვანე - 5 ქულა, წითელი - 10 ქულა. ამ ქვების უბრალოდ ინვენტარში ქონა არ მოქმედებს ევენთის ანგარიშზე . იმისათვის რო შეიცვალოს ანგარიში მხარეთა შორის, აუცილებელია ამ ქვების ჩაბარება შესაბამისი მხარის ბერებისთვის.
ქვების გაცვლა ასევე შესაძლებელია სხვა მოთამაშეებთან, ასევე ქვები შეგიძლიათ გადაცვალოთ ადენაზე. Black Market Trader of Mammon-თან, ქვის ფერის მიხედვით - ლურჯი = 3а, მწვანე = 5а, წითელი = 10а.

 

ბნელეთის ფესტივალი:

ბნელეთის ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოთამაშეებს რომლებმაც დაიჭირეს რომელიმე მხარე. ფესტივალის აზრი იმაში მდგომარეობს რომ 5-9 მოთამაშისგან შემდგარმა ჯგუფმა გაძლოს მუდმივად მომავალი და ნელნელა გძლიერებადი მონსტრების წინააღმდეგ 18 წუთის მანძილზე.
ამ დროის მანძილზე უნდა შეგროვდეს მაქსიმალურად ბევრი ქულა და ეს ქულები უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი მხარის ბერთან. გამარჯვება მიენიჭება იმ ჯგუფს, რომელმაც დაარეგისტრირა უკეთესი ქულები.
თავად შეჯიბრი იყოფა 5 კლასად - ყველაზე დაბლიდან უმაღლეს S-კლასამდე. ყოველი გამარჯვებული ჯგუფი უმატებს ქულების გარკვეულ რაოდენობას თავის მხარეს.

 

• ფესტივალში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის პერიოდში. ჯგუფმა რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება უნდა გდაიხადოს ქვები, Guide of the Festival-თან, რომელიც დგას ფესტივალის ჩატარების ადგილას. იქ ტელეპორტირება შესაძლებელია უფასოდ, შესაბამისი მხარის ბერისგან. შესასვლელი ღირებულება დამოკიდებულია დონეზე. გადახდას აწარმოებს ჯგუფის ლიდერი. ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5-9 წევრისგან. ყველა წევრი უნდა იბრძოდეს ერთ მხარეს. ჯგუფის წევრების lvl უნდა შეესაბამებოდეს ოთახის იმ დონეს რომლელსაც ირჩევს ჯგუფი. მოთამაშეები რომლების lvl შეესაბამება ოთახს მაგრამ აქვთ უფრო მაღალი დონის სკილები (ეს ხდება დელეველის შემთხვევაში) მიიღებენ მონაწილეობას.

 

• ფესტივალის დროს სიკვდილით გამოცდილების დაკარგვა შემცირებულია 4 ჯერ. რესტარტის შემთხვევაში ჯგუფი გაჩნდება უახლოვეს ქალაქში. მოთამაშეს ასევე უფასოდ შეუძლია ამ ადგილის დატოვება და გაჩენა იმ ქალაქში საიდანაც მოვიდა. სიკვდილის შემთხვევაში მოთამაშეები გაცოცხლდებიან ოთახში, სადაც ტარდება ფესტივალი. ჯგუფის წევრების გაცოცხლება შესაძლებელია ოთახშიც.

 

• ფესტივალი იყოფა 5 საფეხურად: მოთამაშეებისთვის 31-, 42-, 53-, 64- и 65+(no limit). ყოველ საფეხურში მონაწილეობას თავისი საფასური აქვს:

ფესტივალში მონაწილეობის საფასურები

• ფესტივალი ტარდება ყოველ 20 წუთში. ჩაწერა შესაძლებელია 2 წუთით ადრე შესვლამდე. როცა ჩაწერა დამთავრდება, ბნელეთის ფესტივალის დავალებას (Quest of the Festival of Darkness) და ტელეპორტირდება ევენთის ჩატარების ადგილას. ფესტივალი გრძლედება 18 წუთის განმავლობაში. ჯგუფმა უნდა ინადიროს მონსტრებზე და ამისთვის მიიღებს exp-ს და მსხვერპლის სისხლს (Blood of the Sacrificed). მისი რაოენობა დამოკიდებუკლია იმაზე თუ რამდნად წარმატებულად მოქმედებს ჯგუფი. ყველა მსხვერპლის სისხლი ეძლევა ჯგუფის ლიდერს.



• თუ ჯგუფი გადაწყვეტს ფესტივალის დროს დანებებას, ამის გაკეთება შესაძლებელია შამანთან საუბრით რომელიც დგას ოთახის ცენტრში. ასევე შამანთან შეგიძლიათ გამოიძახოთ უფრო ძლიერი მონსტრები, მონსტრების გაძლიერება შესაძლებელია ყოველ 10 წამში. რაც უფრო ძლიერია მონსტრები მით უფრო მეტ ქვესტ ნივთს მიიღებს ჯგუფის ლიდერი.


• თუ ჯგუფის წევრებს ეხმარებათ გამოძახებული ცხოველები მსხვერპლის სისხლის დროპი შედარებით დაბალია.


• ფესტივალის დამთავრებისთანავე 2 წუთის განმავლობაში ჯგუფის ლიდერი უნდა დარეგისტრირდეს ფესტივალის გიდთან (Guide of the Festival). ეს თუ არ მოხდება რეზულტატი ინება ანულირებული. თუ რეზულტატი ნაკლებია არსებულ რეკორდზე რეკორდი არ განახლდება. რეკორდის გაგება შესაძლებელია ფესტივალის გიდისგან ან ევენთის ცხრილის მეშვეობით.


• ამის შემდეგ რაც დამთავრდება ბრძოლის პერიოდი, და ერთ-ერთი მხარე გაიმარჯვებს, ჯგუფის წევრები რომლებმაც დაამყარეს რეკორდი, ფესტივალის გიდისგან მიიღებენ ძველ ადენას (Ancient Adena). ფესტივალის ყოველ საფეხურს აქვს თავისი რეკორდი. ჯილდოებს იღებენ მხოლოდ ის ჯგუფები რომლებიც იბრძოდნენ გამარჯვებული მხარისთვის.


ჯილდოს აღება შესაძლებელია ბრძოლის ახალი პერიოდის დაწყებამდე. ბრძოლის პერიოდის მიმდინარეობა შეიძლება ნახოთ ევენთის ცხრილში.

 

გამარჯვებულები და მოგების ეტაპი:

იწყება ბრძოლის ეტაპის დამთავრებისთანავე, დაგროვებული ქულების მიხედვით დგინდება გამარჟვებული მხარე, და იწყება მოგების ეტაპი. ასევე დგინდება შეძლო თუ არა მოგებულმა მხარემ რომელიმე ნიშნის ფლობის უფლების მოგება. იმის მიხედვით თუ რა შედეგით დამთავრდა ბრძოლის ეტაპი მოგებული მხარე იღებს ჯილდოებს და ბონუსებს ხოლო წაგებული- ჯარიმებს.

 

გამარჯვებულის დადგენა

ბრძოლიე ეტაპის ორივე ნაწილში ნებისმიერ მხარე შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 500 ქულა. უფრო ზუსტად 500 ქულა ნაწილდება მხარეებს შორისგარკვეული წესრიგით.
ჩაბარებული ქვები მოქმედებენ ქულების რაოდენობაზე, რომელსაც მიიღებენ მხარეები პროცენტულად. მაგ: აისმა ჩააბარა 7,000 ქულის ქვები, დაისმა ჩააბარა 3,000 ქულის ქვები. ჩაბარებული ქვების საერთო ჯამი არის - 10,000. ასეთ შემთხვევაში აისი მიიღებს 70%, დაისი - 30%. საბოლოო ანგარიში ქვების შეგროვებაში იქნება 350 და 150 ქულა.
ფესტივალში გამარჯვებისას, იმის მიხედვით თუ რომელ კლასში გაიმარჯვა გარკვეული მხრის ჯგუფმა, მიიღებს გარკვეული რადენობის ქულებს, ჯამში იქნება 500 ქულა.
ფესტივალსა და ქვების შეგროვებაში მიღებული ქულები ჯამდება და ესე დგინდება თუ რომელმა მხარემ გაიმარჯვა. გამარჯვებული მხარის ქულები ნოლდება, ხოლო დამარცხებულის გადადის შემდეგ წრეზე.

 

ნიშნების მფლობელების დადგენა:

თუ დამარცხებული მხარე ფლობდა ნიშანს მაშინ ის კარგავს მასზე კონტროლს.
იმისათვის რომ მოგებულმა მხარემ მიიღოს ნიშანი აუცილებელია რომ მოგებული მხარის 35%-ზე მეტს არჩეული ქონდეს სწორედ ეს ნიშანი. იმისათვს რო აიღოს ის ნიშნები რომლებსაც ყავდა მფლობელი უკვე აუცილებელია რომ მასზე ჩაეწეროს მოთამაშეთა 10% .
თუ გამარჯვებულმა მხარემ ვერ შეაგროვა საკმარისი %, რომ მიეღო ან შეენარჩუნებინა ნიშანი, მაშინ ნიშნის ძალა იკარგება.

ყველანაირი მონაცემის დადგენა შესაძლებელია ევენთის ცხრილის საშუალებით.

 

მოგების ეტაპი:

გამარჯვებული მხარის და ნიშნების მფლობელების დადგენის შემდეგ, მოთამაშეებს შეუძლიათ მოინახულონ თავისი მხარის ბერები, რათა მიიღონ ძველი ადენები. ჯილდო დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ქვა ჩააბარა მოთამაშემ ბრძოლის ეტაპის პერიოდში - ჩაბარებული ქვების ერთი ქულა = 1 ძველ ადენას.

დამარცხებული მოთამაშეები ვერ იღებენ ძველ ადენებს ბერებისგან, მაგრამ ჩაბარებული ქვების რაოდენობა ინახება, და ამ მხარის გამარჯვების შემთხვევაში, მოთამაშეები მიირებენ ძველი ადენების მთლიან რაოდენობას.

გამარჯვებულებს ასევე შეუძლიათ. მიიღონ ჯილდო ფესტივალში მონაწილეობისათვის, დამარცხებული მხარიის შედეგები განულდება.

ძველი ადენებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების ყიდვა ბერებთან და ასევე მამონების საძმოსთან, ასევე მათი გადაცვლა შეიძლება ჩვეულებრივ ადენაზე 1 = 1 Black Market Trader of Mammon-თან.

თუ იმარჯვებს აისის არმია, ხდება მზის დაბნელება და ცა იღებება იისფრად, ხაოსის მოახლოვების ნიშნად. თუ იმარჯვებს დაისის რევოლუციური არმია, ხდება მთვარის დაბნელება და ცაში ჩნდება შილენის თვალი - ნგრევების მომასწავლებელი.

 

ნიშნების ბონუსები და ჯარიმები:

ყოველი ნიშანი აძლევს მოგებულ მხარეს ბონუსებს ხოლო წაგებულებს ჯარიმებს.

წყურვილის ნიშანი (Seal of Avarice)
• გამარჯვების ეტაპისას ნეკროპოლისებსა და კატაკომბებში მოხვდებიან მხოლოდ გამარჯვებული მხარის მოთამაშეები.
• აქვე შეიძლება გაჩნდნენ Lillith და Anakim-ი - ორი რაიდ ბოსი, რომლებზეც შეიძლება სულის კრისტალის (Soul Crystal) დონის აწევა 11 დონემდე.
• აქვე ჩნდება Trader of Mammon-ი, რომელთანაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების ყიდვა ძველ ადენაზე. გამყიდველი მამონი ყოველ 30 წუთში ტელეპორტირდება ერთი ნეკროპოლისიდან მეორეში. თუ არცერთი მხარე არ ფლობს ნიშანს, გამყიდველი კატაკომბებში არ გაჩნდება.

 

შეცნობის ნიშანი (Seal of Gnosis)
• გამარჯვების ეტაპისას ნეკროპოლისებსა და კატაკომბებში მოხვდებიან მხოლოდ გამარჯვებული მხარის მოთამაშეები.
• მოგების პერიოდში ქალაქებში გარდა საწყისი სოფლებისა გაჩნდებიან, Preacher of Doom ადებენ დებაფებს დამარცხებული მხარის მოთამაშეებს. დებაფის დრო შეადგენს 20 წუთს. მებრძოლებს უმცირდებათ accuracy, მაგებს კასტის სიჩქარე.
• მოგების პერიოდში ქალაქებში გარდა საწყისი სოფლებისა გაჩნდებიან, Oracle of Revelations ადებენ ბაფებს მოგებული მხარის მოთამაშეებს ბაფის დრო არის 20 წუთი. მებრძოლებს ემატებათ weight limit.
• კატაკომბებში ჩნბდება Blacksmith of Mammon-ი, რომელთანაც შესაძლებელია იარაღის გადაცვლა და გაძლიერება ასევე სხვა მომსახურებები ძველი ადენების სანაცვლოდ. მჭედელი მამონი ყოველ 30 წუთში იცვლის ლოკაციას. თუ ვერცერთი მხარე ვერ გახდა ნიშნის მფლობელი, მჭედელი კატაკომბებში არ გაჩნდება.

 

ბრძოლის ნიშანი (Seal of Strife)
თუ ნიშანს ფლობენ აისის ლორდები:
• სასახლის მფლობელებს შეუძლიათ დაიქირაონ ელიტარული მებრძოლები (Dawn Mercenary) სიგის დროს სასახლის დასაცავად.
• ოდნავ მცირდება კარებისა და კედლების გაძლიერების საფასური.
• ოდნავ ძლიერდება კარების და კედლების გამძლეობა.
• სასახლის მფლობელებს შეუძლიათ მაქსიმალური გადასახადის დაწესება 25%.
თუ ნიშანს ფლობს დაისის რევოლუციური არმია:
• სასახლის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე სუსტი მეომრების დაქირავება (Rookie Mercenary) სიგის დროს სასახლის დაცვისათვის.
• ძალიან ძვირდება კედლების და კარების გაძლიერების საფასური.
• ძალინ მცირდება კედლების და კარების სიძლიერე სიგის დროს.
• სასახლის მფლობელებს შეუძლიათ დააწესონ გადასახადი მაქსიმუმ 5%.
• საომარ დრაკონებზე ფრენა არ შეიძლება.

©Adena.Ge